ქუჩები

                     ავტომშენებლის გამზირი (ქუჩა) იწყება ავტოქარხნის დასახლების დასაწყისში მდებარე რკინიგზის გზაგამტარ ხიდთან და მთავრდება ქალაქის საზღვართან ( სოფ. მაღლაკთან).მე–20 საუკუნის 40–იანი წლების შუახანამდე იგი სოფელი მაღლაკის ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენდა.ქუჩის დღევანდელი მიმართულება ემთხვევა იმ გზას, რომელიც ქუთაისს რევოლუციამდელ დაბა ხონს (წულუკიძე) აკავშირებდა და ხონის გზატკეცილად იწოდებოდა.1952 წელს ქუჩას კ.ჩარკვიანის სახელი ეწოდა.1952 წელს ატოქარხნის ქუჩის სახელით მოიხსენიება.1981 წელს ის ორ ნაწილად გაიყო:მონაკვეთს კიკვიძის ძეგლიდან გზაგამტარ ხიდამდე  გამარჯვების გამზირი ეწოდა (1996 წლიდან ირაკლი აბაშიძის გამზირი), ხოლო გზაგამტარი ხიდიდან ქალაქის დასავლეთ საზღვრამდე– ავტომშენებლის გამზირი.

                      ბუკიას ქუჩა  დებარეობს მდ.რიონის მარჯვენა მხარეს.იწყება ავტომშენებლის გამზირიდან და მთავრდება სამტრედიისაკენ მიმავალ გზატკეცილთან.ქუჩად წარმოქმნა დაიწყო მე–20 საუკუნის 40–იანი წლების მეორე ნახევარში ავტოქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებული დასახლებით.ის წარმოადგენს სამი ქუჩის  ნაწილის თანდათან ერთმანეთთან შეერთების შედეგს.1973 წელს ავტოქარხნის ქუჩის 1 შესახვევი , ბელინსკის ქუჩის მე–5 და მე–12 შესახვევები, რომლებიც ერთმანეთის გაგრძელებაზე აღმოჩნდნენ, გაერთანდა და ეწოდა გამოჩენილი ქართველი ინჟინრის, წლების განმავლობაში საავტომობილო ქარხნის დირექტორის, ბორის სიმონის ძე ბუკიას სახელი.

                    მესხის ქუჩა მდებარეობს მდ.რიონის მარჯვენა მხარეს,პ.ჩხობაძის (ყოფ. ტოლბუხინის) და ცოტნე დადიანის(ყოფ. კამოს) ქუჩებს შრის. წარმოქმნლია მე–20 საუკუნის 60–იანი წლების  დასაწყისში.1954 წელს ქუჩას ეწოდა ქუთაისში დაბადებული ცნობილი ქართველი მსახიობისა და რეჟისორის კოტე ( იაკობ) მესხის სახელი.

              მაჩაბლის ქუჩა მდებარეობს მდ.რიონის მარჯვენა მხარეს.იწყება ავტოქარხნის დასახლების ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე ინდივიდუალური დასახლების ზონაში ფურცელაძის ქუჩიდან და მთავრდება ლეო ქიაჩელის ქუჩასთან.წარმოიქმნა მე–20 საუკუნის  50–იანი წლების შუახანებში.1958 წელს მიეკუთვნა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მთარგმნელის ივანე მაჩაბლის სახელი.

             კიევის ქუჩა მდებარეობს რიონის მარჯვენა მხარეს თვალჭრელიძე (ცახელის) – ყოფილი ხმელნიცკისა და ვოლგოგრადის ქუჩებს შორის.1954 წელს ქუჩას უკრაინის დედაქალაქ კიევის სახელი  ეწოდა.

          მშვიდობის ქუჩა მდებარეობს მდ.რიონის მარჯვენა მხარეს,ვოლგოგრადისა და ცოტნე დადიანის ქუჩებს შორის. 1945 წელს ქუჩას მიენიჭა მშვიდობის სახელი.

        ორახელაშვილის ქუჩა  მდებარეობს მდ.რიონის მარჯვენა მხარეს. იწყება ზ.გამსახურდიას გამზირიდან ( ყოფ. რუსთაველის გამზირი) და მთავრდება ზ.ჭავჭავაძის ქუჩასთან.წარმოქმნილია მე–20 საუკუნის 50–იან წლებში.მანამდე ითვლებოდა ყოფილი გორის ( ახლანდელი ზ.გამსახურდიას)  ქუჩის გაგრძელებად.1980 წელს აღნიშნული მონაკვეთი გამოყვეს და უწოდეს მამია ( ივანე ) ორახელაშვილის სახელი.

       ტოლსტოის ქუჩა მდებარეობს მდ.რიონის მარჯვენა მხარეს. იწყება ვოლგოგრადის ქუჩიდან და მთავრდება აეროფლოტის დასახლებასთან.ლევ ტოლსტოის სახელი ეწოდა 1954 წელს.

        ფურცელაძის ქუჩა მდებარეობს მდ.რიონის მარჯვენა მხარეს,სააკაძისა და ქიაჩელის ქუჩებს შორის.წარმოქმნილია  მე–20 საუკუნის 50–იანი წლების შუახანებში.ავტოქარხნის ჩრდილო–აღმოსავლეთით ინდივიდუალური დასახლებისათვის გამოყოფილი ფართობის განაშენიანების შედეგად.1958 წელს ეწოდა ცნობილი ქართველი მწერლისა დასაზოგადო მოღვაწის  ანტონ ფურცელაძის სახელი.
          შარვაშიძის ქუჩა
        მდებარეობს მდ.რიონის მარჯვენა მხარეს. იწყება ფურცელაძის ქუჩიდან  და მთავრდება ქიაჩელის ქუჩასთან.  წარმოქმნილია    ავტოქარხნის ჩრდილო–აღმოსავლეთით ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მშენებლობის შედეგად.1958 წელს ეწოდა როზა ლუქსემბურგის,ხოლო 1977 წელს გიორგი შარვაშიძის სახელი.

        გიორგი სააკაძის ქუჩა მდებარეობს მდ.რიონის მარჯვენა მხარეს,იწყება ყოფილი წყალთა მეურნეობის  საქმიანი მოედნის ტერიტორიიდან და მთავრდება ლეო ქიაჩელის ქუჩასთან.წარმოიქმნა მე–20 საუკუნის 50–იანი წლების მეორე ნახევარში ავტოქარხნის ჩრდილო– აღმოსავლეთით გამოყოფილი ტერიტორიის  დასახლების შედეგად.გიორგი სააკაძის სახელი ეწოდა 1956 წელს.

      ჩხობაძის ქუჩა მდებარეობს მდ.რიონის მარჯვენა მხარეს.იწყება შ.კიკნაძის  (ყოფ. ჩკალოვის) ქუჩიდან და მთავრდება სოფ.ქვიტირთან. წარმოქმნილია მე–20 საუკუნის 40–იანი წლების მეორე ნახევარში. 1954 წელს დაერქვა ბულგანინის, 1957 წელს თედორე ტოლბუხინის,ხოლო 1977 წელს ქუთაისში მოღვაწე გენერლის პეტრე ჩხობაძის სახელი.


      ხარებავას ქუჩა მდებარეობს მდ.რიონის მარჯვენა მხარეს.1999 წელს ავტოქარხნის სამხრეთ დასახლებაში საავტომობილო ქარხნის პირველი შესასვლელის წინამდებარე მოედნიდან ყოფილ მე–18 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამდე (ჩათვლით) მდებარე გზის მონაკვეთს ეწოდა ავტოქარხნის ყოფილი დირექტორის ვახტანგ ხარებავას სახელი.


        ზურაბ ჭავჭავაძის  ქუჩა  მდებარეობს მდ.რიონის მარჯვენა მხარეს. წარმოქმნილია მე–20 საუკუნის 50–იან წლებში.70–ინი წლების დასაწყისში იგი ბუკიას ქუჩის  მიკროდასახლების მონაკვეთს წარმოადგენს.1982 წელს  ცალკე ქუჩად გამოიყო და  „პრავდის „ პირველი ნომრის გამოსვლიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად მიენიჭა  გაზეთის სახელი. 1990 წელს ქუჩას ი.ჭავჭავაძის საზოგადოების  დარბაზის წევრის ზურაბ ჭავჭავაძის სახელი ეწოდა.


  გამოყენებული ლიტერატურა :  გ.კოპალიანი, ,,ქუთაისის ქუჩები"',2010წ.
 ინფორმაცია მოამზადეს :  ლიკა ოჩხიკიძემ და თამთა სახვაძემ  (მეცხრე კლასი)

ფოტომასალის  ავტორები არიან : ლევან ვარდოსანიძე, ირაკლი ჩაგუნავა  (მეთერთმეტე კლასი)

შენიშვნა:    ქუჩების  შესახებ   ფოტომასალები მოვათავსეთ  ფოტოგალერიის გვერდზე  (იხ.ფოტოგალერეა)






Comments

Popular posts from this blog