ცნობილი ადამიანები

   
         გივი იობიძე–მხატვარი დიზაინერი,საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.საქართველოს          მწერალთა,          ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის წევრი.გარკვეული წვლილი აქვს    შეტანილი ქართული ავტომობილების ახალი მოდელების კონსტრუირებაში.წლების განმავლობაში იყო საავტომობილო ქარხნის დიზაინერთა ბიუროს  ხელმძღვანელი.მუშაობდა ავტოქარხნის კულტურის სახლის მხატვრად.იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორი.არის საკავშირო და საერთაშორისო გამოფენების მონაწილე.ხელოვანის ორიგინალური ქმნილებები ჭაღები და პანიკადილა ამშვენებენ სოლომონ მეფის სასახლეს, უფლის სახლებს ქუთაისში, ჭიათურაში, მცხეთის მამათა მონასტერში ...არის საპატრიააქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი.2016 წელს ქუთაისის მერიამ მიანიჭა ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება.
       ლიანა ზიბზიბაძე (იობიძე)–საკავშირო და საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი.ამაე ფედერაციის პრემიის ლაურეატი.2016 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით.არის ექვსი წიგნის ავტორი.13 წელი რედაქტორობდა ავტოქარხნის გაზეთ „მაცნეს“.
       ინგა და ლელა იობიძეები– ახალგაზრდა მხატვრები. ისინი ქმნიან მხატვრულ ტილოებს, ხელოვნების ნიმუშები შესრულებული აქვთ თექაში, ბატიკაში, აკვარელში,გუაშსა და ტემპერაში (ხატები).ამჟამად მუშაობენ მინანქარზე.მათი ნამუშევრები  შეძენილი აქვთ როგორც საქართველოს,ასევე უკრაინის,საბერძნეთის,იტალიისა და ამერიკის  მოქალაქეებს.
       მურად დოხტურაშვილი-სახელოვანი  ქართველი ფალავანი, პოპულარული  მწვრთნელი. სპორტის ოსტატი თავისუფალ და კლასიკურ ჭიდაობაში. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი სპორტის ორივე სახეობაში., რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი, სპორტის დამსახურებული  მოღვაწე. ავტოქარხნის ტერიტორიაზე 
განთავსებული საწიდაო დარბაზი მის სახელს ატარებს.

    გეგი მარგველანი  (მეცხრე კლასი) ესაუბრა მურად დოხტურაშვილის მეუღლეს 


შენიშვნა : ქვემოთ მოცემულია ,,გაზიარებული  დაფა""ორჯერ დაწკაპებით ჩამოიშლება ფურცელი და თქვენ შეძლებთ საჭირო ინფორმაციის  განთავსებას.

                        


Made with Padlet

Comments

Popular posts from this blog