ჩვენი მოსაზრებები
ავტოქარხნის დასახლება ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ
დასახლებული უბანი იყო. საავტომობილო ქარხნის გრანდიოზული ეკონომიკური ამოცანებიდან
გამმდინარე აქ დიდი და სერიოზული ინსფრასტრუქტურა განვითარდა, შეიქმნა მშრომელთა ცხოვრების,
დასვენების, გართობის,, ჯანდაცვის კარგი პირობები. მიმდინარეობდა ახალმშენებლობანი,
ჩაფიქრებული იყო უბნის კეთილმოწყობისა და კულტურულ-შემეცნებითი განვითარების საინტერესო
პროექტები. მაგრამ, მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ანუ მას შემდეგ, რაც
უბნის მთავარმა საციცოხლო არტერიამ-ავტომრეწველობამ ნელ-ნელა დაიწყო შეჩერება და კვდომა,
შესაბამისად, გაუარესდა დასახლების სასიცოცხლო პირობებიც, ჩაკვდა ინფრასტრუქტურაც.
დღეს ავტოქარხნის
დასახლებაში ცხოვრობს ახალგაზრდობის არც თუ მცირე რიცხოვანი არმია, რომელსაც არა აქვს
არც დასაქმების არც გართობისა და კულტურული დასვენების შესაძლებნობანი. ჩვენი დიდი
სურვილი და თხოვნაა, ქუთაისის მერიამ გამოიჩინოს კეთილი ნება და ჩვენს უბანში, რომელიც
ქალაქის ცენტს და შესაბამისად კულტურულ საგანმანათლებლო ობიექტებს საკმაოდ დაშორებულია,
მუნციპალური ერთეულის ხელმძღვანელობით აშენდეს გასართობ-შემეცნებითი ცეტრი.
ამ ცენტრში შესაძლებელი იქნება ხელოვნების სალონის,
სპორტული და დრამატული წრეების გახსნა. საცხოვრებელ კორპუსებთან სასურველია რამდენიმე
სპორტული მოედნის ფუნქციონირებაც, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი თაობის გაზრდას. ყოველივე
ეს, ვფიქრობთ, რამდენადმე ამოავსებს იმ ხარვეზებს, რაც დღეს ავტოქარხნის დასახლებაში
მცხოვრები ახალგაზრდობსათვის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ სფეროებში არსებობს.
ვეწვიეთ ავტოქარხნის დასახლების მუნიციპალიტეტს , შევხვდით საკრებულოს წარმომადგენელს . ბატონმა მურმან გუბელაძემ ყურადღებით მოგვისმინა და საკუთარი ხედვებიც გაგვაცნო ამ უბნის შემდგომი განვითარების შესახებ. საუბარი საინტერესოდ წარიმართა . ნამდვილად გვაინტერესებს ჩვენი უბნის განვითარება . ჩვენ ვიქნებით აქტიური მოქალაქეები, რათა გავუმკლავდეთ პრობლემებს ,უკეთესი პირობები გვქონდეს სწავლისა და დასვენებისათვის.უპირველესად ამ უბანს სჭირდება თანამედროვე ტიპის სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსი და ასევე თანამედროვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.
Comments
Post a Comment